რეზონანსი
26.08.2020

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ეხმიანება თბილისში, კერძოდ, ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ როდესაც გრძელვადიან რეფორმაზეა საუბარი, აუცილებელია დავინახოთ ამ რეფორმის მიზანი.

მისი თქმით, ამ რეფორმის მიზანი თბილისში სატრანსპორტო სიტუაციის გაჯანსაღებაა, რაც უპირველეს ყოვლისა, ადამიანების მიერ იმ გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ტრანსპორტს სახლში დააყენებენ და უფრო მეტად ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

„რა თქმა უნდა, ეს პროცესი დროში გაიწელება და ასეთ გადაწყვეტილებას ყველა მყისიერად, ერთ დღეში ვერ მიიღებს. სწორედ აქედან არის გამოწვეული ის დისკომფორტი, რომელიც ცხადია, მოსალოდნელი იყო, მაგრამ გავიმეორებ, რომ ეს ემსახურება თბილისელებისათვის უკეთესი, ჯანსაღი გარემოს არსებობას სამომავლოდ. ამიტომ ყველას მინდა მოვუწოდო, რომ ასე იქნას დანახული ამ კონკრეტული რეფორმის მიზანიც და შედეგებიც. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ ეს საკითხი უნდა განზოგადდეს და საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული რეფორმების ადეკვატური შეფასება. ასეთი ტიპის რეფორმისადმი აუცილებელი სამოქალაქო მოთმინების გარეშე ვერასოდეს მივიღებთ სასურველ შედეგს“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×