რეზონანსი
26.08.2020

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი 31 აგვისტომდე გადაიდო.

პროცესს არ ესწრებოდა არასრულწლოვანი ზ.ხ. პროტესტის ნიშნად. მან საკუთარი ადვოკატის გიორგი გელხაურის აცილება მოითხოვა. მის უფლებებს საზოგადოებრივი ადვოკატი წარმოადგენს, რომელმაც ითხოვა სხდომის გადადება და ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა.

"ჩემ მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა, რომ არ ვიცნობდი სათანადოდ საქმის მასალებს. ვინაიდან მოცემული დრო არ იყო საკმარისი. ვითხოვე სხდომის გადადება. აღნიშნულ საქმესთან მე საწყის ეტაპზე მქონდა შეხება, სხვა ბრალდებულის ინტერესის დაცვის ნაწილში. ჩემთვის ეგ დრო საკმარისი იქნება რომ გავეცნო საქმის მასალებს. ზ.ხ.-ს შევხვდები ნებისმიერ დროს, როცა ამის საჭიროება იქნება," - განაცხადა ზ.ხ.-ს  ადვოკატმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის 10 მოწმის გამოკითხვა იგეგმებოდა. მათ შორის იყვნენ დაზარალებულები, ექსპერტები და გამომძიებლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×