
შატილში მომხდარ ტრაგედიაზე საგურამოს პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. გამოკითხვაზეა ტურისტული კომპანია treveler.ge-ს ხელმძღვანელი.
ასევე, პოლიციაში ცოტა ხნის წინ შევიდა კიდევ ერთი მძღოლი, რომელიც შატილში ავარიის დღეს სხვა ტურზე იმყოფებოდა.
როგორც მან განაცხადა, სავარაუდოდ, მძღოლმა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ამის შედეგად მუხრუჭებმა უმტყუნა.
"მუხრუჭებმა გაუცხელა. მე რომ გამომყოლოდნენ უკან, დათვიჯვარიდან, არაფერი არ იქნებოდა. იმიტომ, რომ მე ჩამოვდივარ იქიდან მე-2 მე-3 სიჩქარით და ალბათ, მესამე სიჩქარით ჩამოვიდა. მუხრუჭებმა გაუცხელა, მეტი ვერსია რა უნდა იყოს. გზა კარგი იყო, ზოგი ამბობს, ტალახიან გზაზე რატომ გაუშვეს, წვიმა იყოო, არაფერი წვიმა არ იყო, მშრალი გზა იყო. რომ ჩამოვედი, გაჩერებული იყო. მეც გავაჩერე და ვკითხე, რა ხდება, როგორ ხარ-მეთქი, არაფერი, კარგადო. რაღაცას აკეთებდა მანქანაში. მუხრუჭებმა ხომ არ გაგიცხელა-მეთქი და არაო, თუ გაგიცხელა, მითხარი მეთქი, მე ვუთხარი, ხალხიც იქ იყო და - არაო", - განუცხადა მძღოლმა რამაზ სებისკვერაძემ "კურიერს".