
იკრძალება მშობლების შესვლა უშუალოდ ბაღის შენობაში და ამ შემთხვევაში ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ბავშვის მიღება და შემდგომი პროცედურების განხორციელება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"იკრძალება მშობლების შესვლა ბაღის შენობაში, ბაღის ადმინისტრაციის თანამშრომლის მხრიდან უნდა მოხდეს ბავშვის მიღება და შესაბამისად, შემდგომი პროცედურების განხორციელება. გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან რომელიმე თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა.
წესდება შეზღუდვები ბავშვის ბაღიდან გამოყვანასთან დაკავშირებით, ვინაიდან მშობელი ვერ შევა შენობაში, მინიმუმ 10 წუთით ადრე [უნდა] განახორციელოს ზარი ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა და შესასვლელში მოხდეს ბავშვის გაყვანა.
განსაზღვრულია შესაბამისი რეკომენდაციები ჭურჭლის რეცხვაზე, უნდა მოხდეს გრაფიკის შედგენა, რომ ბავშვების რაოდენობა იყოს გადანაცვლებული. ჯგუფებში ირკძალება სათამაშოების წამოღება სახლიდან და აკრძალულია ისეთი სათამაშოების გამოყენება, რომლის დეზინფექცია რთულია", - განმარტა ფერაძემ.