რეზონანსი
26.08.2020

უბედური შემთხვევა მოხდა ე.წ საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ორსანტიასთან. 25 აგვისტოს,დღის ბოლოს მდინარე ენგურმა ხანდაზმული მამაკაცის ცხედარი გამორიყა.

მოხუცი მამაკაცი, რომელიც გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კუთვნილი პენსიის ასაღებად არაკონტროლირებადი გზებით გადმოდიოდა.

თვითმხილველების ცნობით,სოფელ ოქუმის მკვიდრი ოთარ ჯობავა სწორედ მდინარე ენგურის გადმოლახვის დროს დინებამ გაიყოლა და დაიხრჩო. მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა.

დაღუპული პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაასვენა. მას ზუგდიდში ნათესავები არ ჰყავს და ამ დროისთვის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×