რეზონანსი
26.08.2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას ინფორმაციით, სკოლები 15 სექტემბრიდან, ბაგა-ბაღები კი 1-ელი ოქტომბრიდან გაიხსნება.

ამასთან, როგორც პრემიერი სოციალურ ქსელში წერს, 15 სექტემბრიდან განაახლებენ მუშაობას თეატრებიც.

გარდა ამისა, მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, 2 სექტემბრიდან დაგეგმილია დაბა მესტიის და ლენჯერის გახსნა.

„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ელი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან“, - წერს გახარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×