რეზონანსი
26.08.2020

სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებია ბავშვის მამისთვის წაყენებულ ბრალს არ ეთანხმება და ამბობს, რომ 4-წლიანი პატიმრობა არაფერია იმ დანაშაულისთვის, რაც მან ჩაიდინა. როზა ბოგვერაძე სიძის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, ბავშვზე ძალადობის ფაქტზე შესაძლოა, პოლიციაში ოფიციალურად შეტყობინება არ ყოფილა შესული, მაგრამ სამართალდამცველებმა კარგად იცოდნენ, როგორ ძალადობდა თავის დროზე მამაკაცი მეუღლეზე და ყურადღებით უნდა ყოფილიყვნენ.

როზა ბოგვერაძე აღნიშნავს, რომ გუშინ, ჟურნალისტებთან ინტერვიუს შემდეგ ის დაკითხვაზე წაიყვანეს და მან პოლიციელებს ჩვენება მისცა.

სოფელ ძევრში 11 წლის ბავშვმა თავი მოიკლა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაპატიმრებულია მოზარდის მამა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, შვილზე მუდმივად ძალადობდა. მას ბრალი გუშინ წაუყენეს და დღეს სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×