რეზონანსი
25.08.2020

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, მისი შვილის მეგობარმა, დეა კაპანაძემ დღეს გამოძიებას სრულიად განსხვავებული ჩვენება მისცა. თეონა თამაზაშვილი ვარაუდობს, რომ ის იმ ადამიანის შესახებ ინფორმაციას მალავს, ვინც მისი შვილი სავარაუდოდ, სახლიდან გაიტყუა.

როგორც თამაზაშვილმა თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მან დეა კაპანაძის განმეორებით დაკითხვა თავად მოითხოვა.

„წინა ჩვენებებისგან განსხვავებით, სრულიად სხვა ვერსიაა. მე მაინტერესებდა თამარის მოსაძებნად რომ წავედით, საუკეთესო მეგობრის მოსაძებნად რატომ არ წამოვიდა. თურმე, სიბნელის ეშინია გარკვეულ ლოკაციაზე. უბანში და ქალაქში არ ეშინია, სადაც ბევრი ხალხია, მაგრამ თეთრიწყაროს რაიონში რატომღაც ეშინია მიუხედავად იმისა, რომ დედაც და ძმაც იქ იყო. შეიძლება მარტო შეგეშინდეს წასვლა, მაგრამ დედასთან და ძმასთან ერთად რატომ? ამ ვერსიის არ გვჯერა. ალბათ, რაღაც იცის და ნიღბავს. გარდაცვალების ფაქტის შესახებ რამდენად იცის არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ, იმ ადამიანის ვინაობა იცის, ვინც თამარი გაიტყუა", - განაცხადა თამაზაშვილმა.

ის ვარაუდობს, რომ შესაძლოა, დეა კაპანაძეზე ზეწოლა მიმდინარეობდეს.

„არ არის გამორიცხული ზეწოლაც იყოს და შიშიც. ეს დეას მეხუთე ჩვენებაა, ხუთივე განსხვავებულია",-აცხადებს თამაზაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×