რეზონანსი
25.08.2020

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის და, საბერძნეთში მცხოვრები ნათია აბჟანდაძე ტრაგიკული ამბის დეტალებს „ტვ პირველთან“ იხსენებს.

„ჩემი ძმა იყო ჩემს დასთან ასული. ბიძაჩემი და მამაჩემი ასულან და ჩემი ძმა წამოუყვანიათ. ჩემმა ძმამ დაგვირეკა, სახლში ვარ, ყველაფერი კარგად არისო. უთხრა, წავედი ახლა, ცოტას ვითამაშებო.

მერე მამაჩემს დაუწყია ყვირილი, ჩემს ძმას შეეშინდა. დარეკა მამაჩემმა და დედაჩემს უთხრა, ფულს ხომ გამომიგზავნიო? დედაჩემმა უთხრა, რომ თვიდან თვემდე იღებდა და ვერ გაუგზავნიდა – კარგიო და გათიშა.

მამაჩემის ჩხუბზე ჩემს ძმას შეეშინდა და ბიძაჩემთან წავიდა. დარეკა ჩემმა ძმამ და დედას უთხრა, მამა რომ ყვიროდა შემეშინდა და ბიძიასთან ვარ, არ შეგეშინდეს, ბიძიას კარები ჩაკეტილი აქვს და ვერ მოვა, არ იცის აქ რომ ვარო.

მერე მამაჩემს ბიძაჩემისთვის დაურეკავს – სასწრაფოდ ავთო სახლში გადმოვიდესო. დედაჩემს დაურეკა ბავშვმა, სახლში მივდივარ და თუ რამეა, დაგირეკავ და მიშველეო. თუ მამამ სახლში ყვირილი კიდევ დაიწყო, პოლიციას გამოვუძახებო.

ცოტა ხანში დარეკა, მამას სძინავს, მეც დავიძინებ და დილას დაგირეკავო. იმ დროს ჩემი ძმა დამწუხრებული არ ყოფილა.

მეორე დილით დავურეკეთ ჩემს ძმას და არ გვპასუხობდა. მერე მამიდას დავურეკეთ, ტელეფონზე არ გვპასუხობენ და გაარკვიე, ხო მშვიდობააო. მამიდაჩემმა რომ დარეკა, მამაჩემს უპასუხია. უთქვამს, რომ კარგად იყვნენ, ავთოც დალაპარაკებია.

მერე ბებიაჩემი სახლში წიოდა, თურმე ჩემი ძმა მკვდარი იყო. პოლიცია რომ მივიდა, ჩემი ძმა მკვდარი დახვდათ.

როცა დედაჩემს მამაჩემმა უთხრა, შენი შვილის ხმას ვერ გაიგონებო, ალბათ მაშინ არის ამბავი მომხდარი, ალბათ გაგუდა, არ ვიცი რა მოხდა“, – იხსენებს გარდაცვლილის და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×