რეზონანსი
25.08.2020

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი თერჯოლაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, სადაც მამა 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს.

არგანაშვილი ფორმულას გადაცემაში "კომენტარი" სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ შესაბამის სტრუქტურებში ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაცია შესული იყო და მათ შესაბამისად არ იმოქმედეს, სისტემის მხრიდან სიცოცხლის უფლების დარღვევა ვლინდება.

"თუ დადგინდა, რომ სისტემაში იყო შესული ინფორმაცია მაშინ აქ ჩვენ ვსაუბრობთ არა საზოგადოებაზე, არამედ სისტემის მხრიდან სიცოცხლის უფლების დარღვევაზე, ვინაიდან ჩვენ ვიცით, რომ სიცოცხლის უფლება არ ნიშნავს არამხოლოდ სიცოცხლის ხელყოფას არამედ მისი დაცვის შეუძლებლობას, როდესაც შენ უკვე ვალდებულება გაგიჩნდა. ვალდებულება გიჩნდება, როდესაც რისკს ხედავ უკვე.

აქ ძალიან სერიოზულ დარღვევაზეა საუბარი, ამიტომ გვჭირდება დაუყოვნებლივ გამოძიება, პოლიციის ქმედება, სახელმწიფო სტრუქტურების ქმედება და იქ ბავშვის გარემოებების შესწავლა",-აცხადებს ანა არგანაშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×