რეზონანსი
25.08.2020

უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში მყოფი იულია ტიმოშენკო ხელოვნური სუნთვის აპარატს მიუერთეს

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კორონავირუსითაა დაავადებული. იულია ტიმოშენკოს ტემპერატურა 39 გრადუსის ქვემოთ არ ჩამოდის.

„ბატკივშინას” ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს მისი პრეს-მდივანი მარინა სოროკა:

„ამ მომენტში კარგი ახალი ამბები არაა. იულია ვოლოდომიროვნას მდგომარეობა მძიმე რჩება… გასული ღამიდან ის კოვიდის მკურნალობის პროტოკოლის მიხედვით გადის ინტენსიური თერაპიის კურსს“, –აცხადებს სოროკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×