რეზონანსი
25.08.2020

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა და სტაბილურია, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გვაქვს დადებითი დინამიკა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების მხრივ. ჰემოდინამიკა მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია.

საბედნიეროდ, გამოჩნდა რქოვანისა და გუგის რეფლექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნევროლოგიური სტატუსის მხრივ, დადებითი დინამიკაა, თავის ტვინის დაზიანების კლინიკური გამოვლინება არის ის, რომ სიცოცხლე თავის ტვინში შენარჩუნებულია.

უარყოფითი დინამიკა არ ყოფილა. ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან, მაგრამ მაქსიმალური კონცენტრაცია მიდიოდა ჟანგბადის - 100%-ზე და შემცირდა ჟანგბადის მიწოდება, აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს შეიძლება დადებით დინამიკად ჩაითვალოს. სამივე მათგანთან ოქსიგენაციის პარამეტრები გაუმჯობესებულია.

სამივესთან იყო თირკმლის მწვავე უკმარისობა, ამ ეტაპზე სამივე მათგანთან აღდგენილია შარდის წამოსვლა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს დადებით დინამიკას. ვინარჩუნებთ იმედს, რომ სამივე პაციენტი ჩვენი და მათი ძალისხმევით გადარჩება. ვიმედოვნებთ, რომ ავარიისას დაშავებულების ამ რთულ გზას, ბეწვის ხიდზე წარმატებით გავივლით", - განაცხადა ლევან რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×