რეზონანსი
25.08.2020

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში გლოვის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის დროშა დაუშვა.

„ევროკავშირის დროშა დაშვებულია, რადგან კვირას შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც წარმომადგენლობის Facebook გვერდზეა განთავსებული.

საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×