
მე-19 გარდაცვლილის ინფიცირების წყარო ლენჯერს უკავშირდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე-19 გარდაცვლილ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი, ამ პრობლემების გამო ჰქონდა დატვირთული ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე, მას უვლიდა მისი და, ისიც ასევე კოვიდინფიცირებული.
მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენ მიერ, უშუალოდ მე კომუნიკაცია მქონდა პაციენტის დასთან. დაავადება ორივესთან მსუბუქად მიმდინარეობდა, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.