რეზონანსი
25.08.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 260 პაციენტიდან ხუთის მდგომარეობა კრიტიკულია, 23-ის კი მძიმედ ფასდება. ამის შესახებ მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში 260 პაციენტი მკურნალობს. მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტების განაწილება ასეთია: კვლავ ხუთი კრიტიკული პაციენტი რჩება, 23-ის მდგომარეობა არის მძიმე. ისინი კოვიდცენტრების რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ“, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×