რეზონანსი
25.08.2020

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის სამი წევრიც ინფიცირებულია.

„დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულნი. კარანტინში გადავიდნენ გარდაცვლილ მე-19 პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირებიც, ოჯახის ინფიცირებული წევრები კი მკურნალობენ კოვიდცენტრებში. ჯამში ოჯახის სამი წევრია ინფიცირებული", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, გარდაცვლილი მე-19 პაციენტი კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძის დედაა. 65 წლამდე ასაკის რუსუდან ტომარაძე კორონავირუსის დიაგნოზით გუშინ გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×