რეზონანსი
25.08.2020

დღეს საქართელოში შა­ტი­ლის გზა­ზე მომ­ხდარ უმ­ძი­მეს ტრა­გე­დიის გამო, გლოვის დღეა.

და­ი­ღუპ­ნენ დედა-შვი­ლი ნუცა ყა­ნა­დაშ­ვი­ლი და მისი დედა. სა­ბე­დის­წე­რო მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში იყ­ვნენ დები - მე­დეა და ხა­ტია დევ­სუ­რაშ­ვი­ლე­ბი. მე­დეა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, მისი და კი უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

ავა­რია ემსხვრეპლნენ დები - ხა­თუ­ნა და ირმა მა­რუ­აშ­ვი­ლე­ბიც, სა­უ­ბე­დუ­როდ, ორი­ვე ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბის მა­მი­დაშ­ვი­ლი ნა­ტა­ლია მა­რუ­აშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც წლე­ბია იტა­ლი­ა­ში ემიგ­რან­ტია, მომ­ხდარს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უმ­ძი­მე­სი პოს­ტით გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"სულ ხომ ერ­თად იყა­ვით და ახ­ლაც ერ­თად წახ­ვე­დით იმი­ერ სო­ფელ­ში, ჩემო გუ­ლე­ბო. აწი, ვის და­ურ­ე­კო, ხათო, ვის ვკი­თხო რჩე­ვე­ბი? ვინ და­მი­რეკვს, ვინ გა­მამ­ხნე­ვებს, ვინ მე­ტყვის, ნატ, ნუ გე­ში­ნია. რო­გორ გი­ხა­რო­დათ ჩემო, და­ი­კო­ე­ბო, სა­ბუთს ვა­კე­თებ და სა­ა­ხალ­წლოდ მოვ­დი­ვარ-მეთ­ქი. თქვენ სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ქონ­და, ახლა სად მო­ვი­დე, ჩემო ლა­მა­ზე­ბო. ახლა სად და­მე­ლო­დე­ბით, ჩემო სუ­ლის და გუ­ლის ნა­წი­ლე­ბო, ჩემო სის­ხლო და ხორ­ცო. ჩვენ ხომ ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ, ერ­თად ვი­ყა­ვით სულ, ჩემო და­ი­კო­ე­ბო­ოო, რა­ტომ გა­მამ­წა­რეთ ასე, რა­ტომ არ და­მე­ლო­დეთ. რო­გორ მი­ხა­რო­და ჩემს დებს ვნა­ხავ, 5 წლის უნა­ხავ და­ი­კო­ებს ჩა­ვე­ხუ­ტე­ბი-მეთ­ქი. ახლა რა ვქნა უთ­ქვე­ნოდ, თქვენს საფ­ლავს ჩა­ვე­ხუ­ტო მარ­ტო? თქვე­ნი სი­ლა­მა­ზე მი­წა­ში უნდა და­მა­ლოთ, ჩემო სი­ხა­რუ­ლე­ბო, რო­გორ მიმ­ძიმს უთ­ქვე­ნო­ბა, რომ იცო­დეთ, მიმ­ძიმს, რომ ვერ და­გი­ტი­რებთ ახ­ლოს, ვერ ჩა­გე­ხუ­ტე­ბით სა­ბო­ლო­ოდ, მიმ­ძიმს იმის გა­ფიქ­რე­ბაც, რომ ვე­რა­სო­დეს შე­გე­ხე­ბით და ვერ მო­გე­ფე­რე­ბით. მეც მინ­და თქვენ­თან, ჩემო ლა­მა­ზო და­ი­კო­ე­ბო, რა­ტომ არ და­მე­ლო­დეთ, რა­ტომ? მიყ­ვარ­ხარ ხათო, მიყ­ვარ­ხარ ირმუ, ძა­ლი­ან და უზო­მოდ, ჩემი უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი ხართ, რო­მე­ლიც, არა­სო­დეს გა­ნელ­დე­ბა, ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბით", - წერს გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლო­ბე­ლი ნა­ტა­ლია მა­რუ­აშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×