რეზონანსი
25.08.2020

შატილის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი მძღოლის ნათესავი ამბობს, რომ დაღუპული მამაკაცი გამოცდილი მძღოლი იყო და ავარია, სავარაუდოდ, მიკროავტობუსის გაუმართაობამ გამოიწვია. იგი ისრაელიდან "კურიერს" დაუკავშირდა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ თხოვნა გაავრცელა. საქართველოს მოქალაქე ირაკლი მეტრეველი სთხოვს ხელისუფლებას, რომ მისცენ უფლება საქართველოში შეუფერხებლად და კარანტინის გავლის გარეშე ჩამოსვლა შეძლონ, რათა გარდაცვლილის დაკრძალვა წესის მიხედვით შეძლონ.

"ეს ადამიანი საქართველოში სამ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. უფროსი ადამიანი მათთან სახლში არ არის. ამიტომ, მინდა საქართველოში ჩამოვიდე, რათა ის წესის მიხედვით დავკრძალოთ. ჩვენ კარანტინის გავლა გვიწევს, თუმცა მთავრობას ვთხოვთ, რომ დაუშვან გამონაკლისი და არ გახდეს საჭირო კარანტინის გავლა,"- აცხადებს დაღუპულის ნათესავი ირაკლი მეტრეველი.

კურიერი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×