რეზონანსი
24.08.2020

ტურიოსტული კომპანია Traveler.ge-ს ერთ-ერთი ივენთის მონაწილე, ჟურნალისტი ნათია ზარიძე, ორგანიზატორების უპასუხიმგებლობასა და არაორგანიზებულობაზე საუბრობს.

ზარიძე ამბობს, კომპანიის მომსახურებით მან ივნისში ისარგებლა და მათ მიერ დაგეგმილი ტურით დაშბაშის კანიონზე იყო წასული.

"მგზავრობა იყო სრული კოშმარი. მძღოლმა წარმოუდგენელი სისწრაფით გვატარა. გზად ტელეფონზე საუბისას მივხვდით, მისი ჩქარი მოძრაობის მიზეზი ახალი შეკვეთის შესრულება იყო. რა თქმა უნდა ყველა მგზავრმა დავაფიქსირეთ პრეტენზია, როგორც გიდთან ასევე მძღოლთან, თუმცა აზრი არ ჰქონდა ჩვენს ნათქვამს. როდესაც გზად შევჩერდით და ამავე მძღომა მანქანაში მალე დაბრუნებისკენ მოგვიწოდა - ჩვენს კითხვაზე - დრო გვაქვს და რატომ ვჩქარობთ? მან ცინიკურად გვიპასუხა, რომ ზოგიერთ მგზავრს სახლში შვილები ჰყავთ დატოვებული და ეჩქარებოდათ.

დედაქალაქში 5-6 საათით ადრე ჩამოვედით. გიდთან უკმაყოფილება გამოვხატე, თუმცა ვერც კი მიხვდა რა არ მოგვეწონა. მივხდი რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, უბრალოდ მადლობელი ვიყავი ცოცხალი, რომ გადავრჩი", - განაცხადა ჟურნალისტმა "დაიჯესტთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×