მარიამ ნებულიშვილი
24.08.2020

ბერლინი კლინიკა „შარიტემ" სადაც რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი მკურნაობს, მისი მოწავლის ვერსია ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ კლინიკის ვებსაიტი იტყობინება. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნავალნი მოწამლეს ქოლინესტერაზის ინჰიბიტორთა ჯგუფის ნივთიერებით. ინჰიბიტორთა ამ ჯგუფში ასევე შედის მომწამლავი ნივთიერება „ნოვიჩოკი", რომელიც რამდენიმე წლის წინ ბრიტანეთში რუსული სპეცსამსახურების მიერ მამა-შვილ სკრიპალების მოწამვლისას გამოიყენეს.

ნავალნი ამჟამად ხელოვნურ კომაში იმყოფება. მისი მდგომარეობა სერიოზულია, მაგრამ ახლა პოლიტიკოსის სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ექიმებმა ოჯახი ასევე გააფრთხილეს დაავადების გრძელვადიანი ეფექტების შესახებ, განსაკუთრებით ნერვულ სისტემაში.

რუსეთის „კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა" რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს ნავალნის მოწამვლის ფაქტზე საქმის აღძვრის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

ნავალნის უახლოესი თანამებრძოლი ლეონიდ ვოლკოვი კი პირდაპირ აცხადებს, რომ იგი „ნოვიჩოკითაა" მოწამლული.

„მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ქოლინესტერაზის ინჰიბიტორს სახელად ჰქვია „ნოვიჩოკი", - დაწერამ მან თავის „ტვიტერზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×