რეზონანსი
24.08.2020

 ~მცხეთის სამედიცინო ცენტრის ექიმ-რენიმატოლოგის, ივანე ჯავახიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი, 87 წლის ქალი კლინიკაში შეყვანის დღიდან მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

როგორც მან განაცხადა, პაციენტი კორონავირუსის დადასტურების შემდეგ რუსთავის სამედიცინო ცენტრიდან გადაიყვანეს და მისი ინფიცირების წყარო უცნობია.

„პაციენტი ჩვენს კლინიკაში მკურნალობდა 29 ივლისიდან, დიაგნოზებით: კოვიდვირუსული ინფექცია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, პნევმონია. ქალს აღენიშნებოდა თანმხლები ქრონიკული პათოლოგიები - გულის ქრონიკული უკმარისობა, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი, სხვადასხვა სარქოვანი პათოლოგია. პაციენტი მკურნალობის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. მკურნალობის განმავლობაში უტარდებოდა სათანადო კვლევები და კონსულტაციები, თუმცა დინამიკაში ავადმყოფს აღენიშნა მარჯვენა ბარძაყის არტერიის ანევრიზმის რუპტურა, ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა. პოსტოპერაციულად პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ მოხერხდა თავისი ქრონიკური დაავადებებიდან გამომდინარე და სამწუხაროდ, დღეს დილით ქალბატონი გარდაიცვალა",- განაცხადა ექიმ-რენიმატოლოგმა ივანე ჯავახიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით სულ 18 ადამიანია გარდაცვლილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×