რეზონანსი
24.08.2020

პანკისში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაში მონაწილე არბი ქავთარაშვილსა 11 წლით, ხოლო რუსლან ხანგოშვილს 9 წლით პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება მოსამართლე მამუკა წიკლაურმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასამართლო სხდომა ბრალდების და დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვით დაიწყო, რის შემდეგაც მოსამართლემ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ორივე ბრალდებულს პატიმრობა მიუსაჯა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×