რეზონანსი
24.08.2020

მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, ლიკა მუმლაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-18 პაციენტი 87 წლის ქალია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მუმლაძემ განუცხადა, პაციენტს მძიმე თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

„ჰქონდა თანმხლები დაავადებები: გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, შაქრიანი დიაბეტი. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე. ჰქონდა გართულებები, რაც შეიძლება ახლდეს კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციას. ბოლოს განუვითარდა ქვემო კიდურის არტერიის ანევრიზმის რუპტურა. ჩატარდა ქირურგიული ჩარევა, თუმცა არსებული რთულად მიმდინარე კოვიდინფექციის და თანმხლები დაავადებების გამო, ვერ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება“,- განაცხადა მუმლაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×