რეზონანსი
24.08.2020

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი თინათინ ბერძენიშვილი იმედოვნებს, რომ შეტყობინება მაუწყებლის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ, რეალობას არ  შეესაბამება.

მისივე თქმით, შესაბამისი სამსახურები შენობაში უკვე მუშაობენ. 

"ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომ შენობაში არის ბომბი, რის შედეგადაც მივმართეთ პროცედურებს. როგორც ხედავთ, მიმდინარეობს შესაბამისი სამსახურების მუშაობა იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ ყველაფრისგან. რაც მთავარია, ეთერი არ გათიშულა, ყველა თანამშრომელი გარეთაა გამოყვანილი. იმედი გვაქვს, რომ ეს არის ცრუ განგაში და მალე გავაგრძელებთ. შესაბამისი სამსახურები მოვიდნენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ მალე დავბრუნდეთ და გავაგრძელოთ მუშაობა,"-განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ტელეწამყვანის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის ინფორმაციით, შენობაში უკვე მუშაობენ კინოლოგები.   

"ადმინისტრაციამ გამოაცხადა ევაკუაცია და ორგანიზებულად დაგვატოვებინეს შენობა. მალევე, რამდენიმე წუთში მოვიდნენ სამართალდამცველები, რომელთაც პერიმეტრი შემოსაზღვრეს ყვითელი ლენტით და შესვლის შესაძლებლობას არ გვაძლევენ. მოსულია კინოლოგიური სამსახური და, სავარაუდოდ, შენობის დათვალიერების შემდეგ გადაწყდება შეგვიშვებენ თუ არა. სხვა ინფორმაცია, ჯერ ჯერობით, არ გვაქვს,"- განაცხადა მან. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×