რეზონანსი
24.08.2020

საზარელი შემთხვევა თერჯოლაში - 11 წლის მოზარდი მამამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა - მეზობლების თქმით, დაღუპულის მამა ალკოდამოკიდებული იყო და ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, მოზარდს ფიზიკურად უსწორდებოდა.

ფიზიკურ ძალადობას ადგილი ჰქონდა მოზარდის თვითმკვლელობის დღესაც. დილით მეზობლებმა ბავშვის ტირილი გაიგეს, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკეს, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცველებს არასრულწლოვანი გარდაცვლილი დახვდათ.

"დაისაჯოს უმკაცრესად! ცოლიდან დაწყებული, ყველას სცემდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, პოლიცია მოდიოდა ხშირად, ხელწერილებს აწერინებდნენ და არაფერი შედეგი", - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×