რეზონანსი
24.08.2020

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული პირების ოჯახის წევრები მომხდარზე პასუხისმგებლობას ტურისტულ კომპანიას აკისრებენ.

გარდაცვლილთა ახლობლების ვარაუდით, მიკროავტობუსი გამართულ მდგომარეობაში, მგზავრთა უსაფრთხოების ნორმები კი დაცული არ იყო.

„ჩემი შვილი და მისი დაქალი იყვნენ შატილში. 20 ადამიანს სპრინტერში რა უნდა ან ამ გზაზე როგორ გაუშვეს, ნახეთ რა გზებია. კომპანია უნდა დაისაჯოს მომხდარის გამო,“- განუცხადა ჟურნალისტებს ერთ-ერთი გარდაცვლილის მამამ.

მიკროავტობუსის გაუმართაობაზე აქვს ეჭვი კიდევ ერთი დაღუპულის ახლობელს.

„ან მანქანა არ იყო გამართული, ან მძღოლის მიზეზი იყო. ერთი რამ ვიცი, უსაყვარლესი ბავშვი გვყავდა და აღარ არის ჩვენს გვერდით. ჯანმრთელი წაიყვანეს და უნდა ჩამოეყვანათ ჯანმრთელი. ვინ არის პასუხისმგებელი?!“, - აღნიშნა კიდევ ერთი გარდაცვლილის ახლობელმა.

აღსანიშნავია, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები დღეს ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდნენ, სადაც დაღუპულები არიან გადასვენებული. ახლობლები ცხედრების ამოცნობაზე იყვნენ დაბარებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×