რეზონანსი
24.08.2020

ბრალდების მხარე 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლელა ლაშქარაშვილის მიმართ პატიმრობას ითხოვს.

„არსებობს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და თუ ის გააგრძელებს საქმიანობას, შესაძლოა, ბევრი ბავშვის მიმართ განახორციელოს ძალადობა. ამიტომ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობის სახით”, - ამის შესახებ ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც 2 სხვა ძიძასთან ერთად 5 მცირეწლოვან ბავშვს უვლიდა.

"ლ.ლ სისტემატურად ძალადობდა 2 წლის მცირეწლოვან ბავშვზე. სამართალდამცველებმა ლ.ლ. 2020 წლის 22 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×