რეზონანსი
24.08.2020

თერჯოლაში, სოფელ ძევრში 11წლის ბიჭს გლოვობენ. მოზარდი გარდაცვლილი გუშინ საკუთარი სახლის ეზოში ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ორი დღის მანძილზე მამას ერთ-ერთ ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და მშობელი მასზე სისტემატიურად ძალადობდა.

"კურიერმა" გაარკვია, რომ თვითმკვლელობამდე 11 წლის ბიჭმა დახმარება ნათესავებს სთხოვა, რომელთაც დაურეკა და უთხრა, რომ მას მამა სცემდა.

დანაშაულის დეტალებს სოფელში ჰყვებიან, სადაც გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზიდან უკვე გადაასვენეს.

მეზობლები ადასტურებენ, რომ ძალადობას სისტემატური სახე ჰქონდა. მათი თქმით, მამაკაცი მხოლოდ 11 წლის ბიჭზე არ ძალადობდა. მეზობლები ასევე ამბობენ, რომ 11 წლის ბიჭს მამა სახლიდან არ უშვებდა, რადგან მოზარდს მეზობლებისთვის არ გაემხილა რა პირობებში უწევდა ცხოვრება.

იმ სკოლის დირექტორი თქმით, სადაც გარდაცვლილ მოზარდი სწავლობდა, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილი საკმაოდ ლაღი და თავისუფალი ბავშვი იყო სკოლაში არასოდეს უთქვამს მისი პრობლემების შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×