რეზონანსი
24.08.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სვანეთის საკარანტინო სივრციდან 571 ადამიანია ისეთი, ვისაც საკარანტინო ვადა ამოეწურა და მათი ტესტის პასუხები კოვიდუარყოფითია.

"ინფექცია კონცენტრირებულია ლენჯერში. ამ განმეორებითი კვლევების შედეგად გამოვლენილია შვიდი შემთხვევა, ხოლო სვანეთში სულ - 11 შემთხვევა, რომელიც ლენჯერთან არის დაკავშირებული. უმეტესობა მათგანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ვისაც გაუვიდა კარანტინის ვადა და ასეთი 571 ადამიანია, მათ მესტია დატოვეს და ტოვებენ ნელ-ნელა საკარანტინო სივრცეს.

რაც შეეხება ბათუმსა და ქობულეთს, იქ დაიდგა ბულვარზე კარვები და ტარდება ნებაყოფლობითი PCR ტესტები. აღირიცხნენ ბათუმის ბულვარში არსებული კაფე-ბარების თანამშრომლები,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად მართვადი და კონტროლირებადია, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველი არაა.

"კორონავირუსის გავრცელება რომ შევაკავოთ, ამის ყველანაირი რესურსი აქვს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, დაიცვან რეგულაციები და თავი აარიდონ დიდ თავშეყრებს,"- განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×