რეზონანსი
24.08.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის ავარიის დროს დაშავებული სამი მოქალაქიდან ორის მდგომარეობა დამძიმდა და ამ დროისთვის მათ ოპერაცია უტარდებათ:

„გუშინ ავარიის ადგილიდან შემოყვანილია სამი ქალი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მომენტისთვის კრიტიკულია, განსაკუთრებით ორი მათგანის მდგომარეობა. მათ აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწრაფო წესით შეყვანილ იქნენ საოპერაციოში ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია.

სამივე მათგანთან არის პოლიტრავმა და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება კრიტიკულად, ვინაიდან კლინიკურად სახეზეა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ყველა გართულება. ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ამ ეტაპამდე ნარჩუნდება მედიკამენტური გზით. რაც შეეხება მათი მდგომარეობის პერსპექტივას ამ ეტაპისთვის ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, ვინაიდან სამივე მათგანის შემთხვევაში გამოწვეულმა ტრავმამ გამოიწვია სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობა. მათი საშუალო ასაკი არის 25 წელი. ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×