რეზონანსი
24.08.2020

მეზობლები თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობის შესახებ საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც, თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ბავშვის მამაა დაკავებული.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, 11 წლის ბავშვი ხეზე ჩამომხრჩვალი მამამ იპოვა და სავარაუდოდ, პოლიციაც მან გამოიძახა. მათივე თქმით, მამის შვილზე ძალადობის შესახებ არ სმენიათ, თუმცა ძალადობის ფაქტს ცალსახად ვერ უარყოფენ. მეზობლების განმარტებით, მათი თქმით, მამაკაცს შვილთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და არ იციან, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მიზეზი.

„ბავშვი მამასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, დედა წლებია საბერძნეთშია სამუშაოდ წასული. არ ვიცით, რა მოხდა. ხეზე ჩამომხრჩავლი იპოვეს. არ გაგვიგია, რომ შვილზე ეძალადოს, არც ჩხუბის ხმა გაგვიგია, რომ ეჩხუბათ, ხმას მაინც გავიგონებდით. პატარა კონფლიქტი ყველას ჰქონია, მაგრამ ძალადობის შესახებ არ გაგვიგია. კარგი მამა იყო, მაგის გაზრდილია, ზოგადად, არ იყო რთული ადამიანი, არც სვამდა, ოჯახს უვლიდა”, – განაცხადეს ადგილობრივებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×