
თვითმხილველები ამბობენ, რომ მიკროავტობუსი, რომელიც სიმაღლიდან გადავარდა, დიდი სიჩქარით მიდიოდა. სოფელ ბისოს მცხოვრები შალვა ქეთელაური ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიკროავტობუსს ტექნიკური პრობლემებიც ჰქონდა.
“ჩემი ვარაუდით, რაღაცა გაუფუჭდა... ტექნიკური გაუმართაობა მოხდა. ჩემთან გაჩერდნენ, თაფლი აიღეს, რომ წავიდნენ რაღაცა ხმა იყო მანქანის, ვიფიქრე გაჩერდებიან მეთქი, თითქოს საბურავი გაუსკდათ...“ - ამბობს ქეთელაური.
მისივე თქმით, მუშებმა, რომლებიც მომხდარის ადგილას იმყოფებოდნენ, თქვეს, რომ მიკროავტობუსს არც კი მოუხვევია მოსახვევში, პირდაპირ დაარტყა გაჩერებული მანქანას და სიმაღლიდან გადავარდა