რეზონანსი
24.08.2020

შატილში მომხდარი ტრაგედიიდან 18 საათის შემდეგაც არ გაკეთებულა ოფიციალური განმარტება იმ ტურისტული კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან, რომლის ორგანიზებითაც შატილის მიკროავტობუსს ტურისტები გადაჰყავდა.

 ტური ხევსურეთში 1 დღიანი იყო. შატილის გზიდან გადავარდნილი სამგზავრო მიკროავტობუსი, სავარაუდოდ ტურისტულ კომპანია Traveler.ge-ს ეკუთვნის.

როგორც "კურიერს" ტურისტულ კომპანიაში უთხრეს, კომპანიის წარმომადგენლები გამოკითხვაზე არიან დაბარებულები.

"გამოკითხვაზეა ყველა დაბარებული და შესაბამისად იკვლევენ მძღოლის, გიდის და ყველაფრის კონტაქტებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როდესაც გამოიკვლევს ყველაფერს, ავტომანქანას და ასე შემდეგ, გააკეთებს განცხადებას..." - აცხადებენ ტურისტულ კომპანიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×