რეზონანსი
24.08.2020

„სამივე მათგან სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებათ“, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა შატილის გზაზე დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის საუბრისას განაცხადა.

„სამი ქალბატონი გადმოყვანილია ავარიის ადგილიდან, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული, ორი მათგანის მსგომარეობა განსაკუთრებით. აღენიშნა უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და სასწრაფო წესით შეყვანილი იქნენ საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია.

ერთი მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია.

ამ ეტაპზე სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები და რაიმე პერსპექტივაზე ლაპარაკი ზედმეტია“, – განაცხადა ლევან რატიანმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×