რეზონანსი
24.08.2020

გუშინ, 23 აგვისტოს ტრაგედია დატრიალდა, შატილიდან თბილისისკენ მიმავალი მიკროავტობუსი ხევში გადაიჩეხა. 80 მეტრიანი სიმაღლიდან გადავრდნის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს.

როგორც ცნობილია, მიკროავტობუსი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა, ორივე ტრანსპორტი ხევში გადაიჩეხა. მიკროავტობუსში მსხდომნი, ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ტურის მონაწილეები იყვნენ.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, გარდაცვლილია მძღოლი და გიდი, სერგო გოლიუკოვი, რომელიც ტურის მონაწილეებს თან ახლდა.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

წყარო: ნიუპოსტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×