რეზონანსი
23.08.2020

შა­ტი­ლის გზა­ზე  მომხდარმა ავარიამ მთელი საქართველო შეძრა. მიკროავტობუსი 80 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა, ამ დროისათვის დაღუპულია 17 მგზავრი.

თვითმხილველი რომელიც ტრაგედიის ადგილას ჩავიდა ჰყვება: 

"შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, ხევ­ში რომ ჩა­ვე­დი, სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დამ­ხვდა. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი და­ახ­ლო­ე­ბით 100 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვარ­და, მგზავ­რე­ბი­დან 17 ქა­ლია, 3 - მა­მა­კა­ცი. ოცი­დან ერთი კა­ნა­დის მო­ქა­ლა­ქე ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც ზუს­ტად არ ვი­ცით, სა­ი­დან მო­ვი­და, მათ და­ემ­გზავ­რათ, თუ რა მოხ­და.

მერ­სე­დე­სის "სპრინ­ტე­რის" მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი სის­წრა­ფით მი­დე­ნი­ლა, შემ­დეგ მუ­შე­ბის გა­ჩე­რე­ბულ და ცა­რი­ელ მან­ქა­ნას დას­ჯა­ხე­ბია და ისიც გა­და­უგ­დია ხევ­ში. ამ 20-დან 4 ცო­ცხა­ლი ამო­ვიყ­ვა­ნეთ და ერთი მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.

მთლი­ა­ნო­ბა­ში, 20 მგზავ­რი­დან სა­მია გა­დარ­ჩე­ნი­ლი. ერთი ქალ­ბა­ტო­ნი იყო კონ­ტაქ­ტუ­რი და მხო­ლოდ იმას ამ­ბობ­და, მტკი­ვა, ნე­ლაო. მგზავ­რებს შო­რის მცი­რე­წლოვ­ნე­ბი არ ყო­ფი­ლან, ყვე­ლა­ნი 30 წლამ­დე ასა­კი­სა­ნი არი­ან. ბი­სოს­თან ეს მო­სახ­ვე­ვი სა­ხი­ფა­თოა და იქ სწრა­ფად სი­ა­რუ­ლი და­უშ­ვე­ბე­ლია. ახლა მაშ­ვე­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ ად­გილ­ზე, მუ­შე­ბის მან­ქა­ნა ხე­ებ­შია გა­ჩხე­რი­ლი და ის ამოჰ­ყავთ თო­კე­ბით", - განუცხადა  ambebi.ge-ს თვითმხილ­ვე­მა

 

მეორე თვითმხილველი და შა­ტი­ლის მკვიდ­რი, მი­ხე­ილ ჭინ­ჭა­რა­უ­ლი თავის მხრივ ჰყ­ვე­ბოდა, რომ  მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში 15 მგზავ­რი იჯდა და სა­ვა­რა­უ­დოდ, არც ერთი არ გა­დარ­ჩე­ნი­ლა.

"მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ნაწ­ვი­მარ­ზე მოს­რი­ა­ლე­ბუ­ლა და ხევ­ში გა­და­ვარ­დნი­ლა. სო­ფელ ბი­სოს რომ გაც­დე­ბი, იქ ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო მო­სახ­ვე­ვია, მძღოლს ვერ მო­უხ­ვე­ვია და პირ­და­პირ ხევ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 300-400 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან გა­და­ჩე­ხი­ლან.

ამ­ბო­ბენ, რომ მგზავ­რე­ბი ექ­სკურ­სი­ა­ზე ყო­ფი­ლან შა­ტილ­ში და მათ შო­რის არი­ან მცი­რე­წლოვ­ნე­ბიც. ჯერ ზუს­ტად არა­ვინ იცის და არაა დად­გე­ნი­ლი, ვინ არი­ან მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მგზავ­რე­ბი" - ამ­ბობს ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×