რეზონანსი
23.08.2020

შატილში, სადაც უმძიმესი ავარია მოხდა, გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზრდა, ჯერ-ჯერობით დაშავებულია კვლავ 3 ადამიანი.

უახლესი ინფორმაციის  თანახმად თეთრი ფერის მიკროავტობუსში, რომელიც ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან ახლოს, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა, სავარაუდოდ, 18 ადამიანი იმყოფებოდა.

მათ შორის სავარაუდოდ ამერიკის მოქალაქე იყო, რადგანაც შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ამერიკული პასპორტი.

ასევე პიას ინფორმაციით რომელიც „მთის ამბებს“ ეყრდნობა შატილში ავარიის შედეგად დაღუპულთა უმეტესობა ერთი კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×