რეზონანსი
23.08.2020

შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულია 12 ადამიანი, თუმცა, სავარაუდოდ, კიდევ არიან დაღუპულები. როგორც kvirispalitra.ge-ს თვითმხილველმა განუცხადა, მიკროავტობუსში ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ.

"ჩვენ რომ მოვედით, უკვე მომხდარი იყო ავარია. მიკროავტობუსი სავარაუდოდ, მოსახვევში გადავარდა. როგორ ამბობენ, მოსახვევში, გზიდან გადასული მანქანა იდგა, სწორედ მას შეეჯახა და შემდეგ გადავარდა. საშინელება ტრიალებს, ახლა ველოდებით დამატებით ძალებს, რომ ცხედრები ამოვასვენოთ. ალბათ, რამე ტური იყო, უმეტესობა ახალგაზრდაა. როგორც ვიცი, 16 დაღუპულია და 3 გადარჩენილი. ერთ-ერთი გადარჩენილი გოგონა გონზე იყო, ისინი სასწრაფომ წაიყვანა. როგორც გავიგე, ხევში ჩასულ სამაშველო ძალას ერთ-ერთი ადამიანი ცოცხალი დახვდა, თუმცა მძიმედ ყოფილა და ისიც დაღუპულა".

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×