რეზონანსი
23.08.2020

საშინელი ავარიის მიზეზი გაჩერებული სატვირთო ავტომანქანა გახდა, რომელსაც მიკროავტობუსი შეეჯახა და გადაიჩეხა.

"მანქანას არის დაჯახებული და გადავარდა ხევში. მეორე მანქანა არ გადავარდნილა. მარშუტკა გადავარდა. 12 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, როგორც ამბობს სამაშველო," - განუცხადა  "კურიერთან"  დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა 

პირველადი ინფორმაციით, გარდაიცვალა 12 ადამიანის გარდა მძიმედ დაშავდა სამი. 

მიკროავტობუსში მყოფი სხვა პირების ძებნისა და ამოყვანის სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მაშველები მგზავრთა იდენტიფიცირებას ცდილობენ. 

დაღუპულთა უმრავლესობა ერთი კომპანიის წარმომადგენელია. ისინი ორდღიან ტურში აბუდელაურის ტბებზე მიდიოდნენ.

კურიერი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×