რეზონანსი
23.08.2020

წყნეთი-ბეთანიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, "პორშეს" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის ავტომობილიდან გადმოსაყვანად მაშველებს სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×