რეზონანსი
23.08.2020

დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს, შატილის გზაზე ავარია მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურს ტურისტული კომპანია „თრეველერი“ ატარებდა, გიდი კი სერგო გიორგობიანი იყო.

მომხდარზე დამატებითი დეტალები ამ დრომდე არ ვრცელდა.

უცნობია რამდენი ადამიანი ისხდა მიკროავტობუსში, რომელიც 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. მაშველებმა უკვე ამოიყვანეს მგზავრების ნაწილი, სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის გავრცელებული ცნობით, 12 ადამიანი გარდაცვლილია, 3 კი მძიმედ დაშავ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×