რეზონანსი
23.08.2020

ხვალიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე გამოიდარებს, - ამის შესახებ „იმედინიუსს“ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

ხვალ, დღის პირველ ნახევარში, შავი ზღვისპირეთსა და მთიანი რეგიონების უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, თუმცა, დღის მეორე ნახევრიდან, სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ.

27-28 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია მცირე, ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ამინდის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც. 25 აგვისტოდან აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შედარებით გამოიდარებს და 26 აგვისტოდან ტემპერატურა 30-34 გრადუსამდე მოიმატებს. ეს მაჩვენებელი კი, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე, როგორც მთაში, ისე - ბარში შენარჩუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×