რეზონანსი
23.08.2020

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ საქმის გამოძიებას სპეციალურად აჭიანურებენ.

თეონა თამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს და მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს.

„ჩვენი თბილისის პროკურატურაში მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ბევრი საეჭვო გარემოებაა საქმის მასალებთან დაკავშირებით. ამ მედიკამენტების საკითხზე, არ იცოდნენ რა უნდა დაეწერათ და რაც დაწერეს, მაინც ყოველთვის ყველაფერი მაგათ საწინააღმდეგოდ იქნება. ძალიან აჭიანურებენ და ეს სჭირდებათ არჩევნებისთვის, რათა შემდეგ მოადუნონ ყურადღება. კიდევ ვფიქრობ FBI-ის ჩართულობაზე. ეჭვი, რომ ჩემი შვილი მოკლეს, არის მყარი და მოვითხოვ, მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდეს”, - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×