რეზონანსი
23.08.2020

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად დემეტრე თავდადებულის, შერიფ ხიმშიაშვილის, შავშეთის, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩები დაიტბორა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შპს „ბათუმის წყალში" განუცხადეს, აღნიშნულ ქუჩებზე სანიაღვრე ჭები და არხები გაწმენდილი იყო, თუმცა უხვი ნალექის გატარებას ჭები ვერ ახერხებენ, რამაც დატბორვა გამოიწვია.

უწყების ინფორმაციით, ყველა შემთხვევის ადგილზე შპს „ბათუმის წყლის" თანამშრომლები არიან მობილიზებული და ჭების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ასევე კომპანიის მძიმე ტექნიკა ზღვაში გამსვლელ არხებს ინტენსიურად წმენდს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×