რეზონანსი
23.08.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება და საგანგაშო არაფერია.

„საგანგაშო და საპანიკო არაფერია, სიტუაცია მართვადია. ხდება ადრეულ ეტაპზე ყველა შემთხვევის იდენტიფიცირება და შემდგომ კარანტინიზაცია ან საავადმყოფოში გადაყვანა. ამავე დროს, გრძელდება გაფართოებული ტესტირება მესტიის მუნიციპალიტეტში. გუშინ და გუშინწინ უმრავლესობას დაუმთვრდა საკარანტინო სივრცეში ყოფნის 12 დღე“, – განაცხადა გამყრელიძემ და განმარტა, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ტესტირება სულ 1052 პირს ჩაუტარდა.

„აქედან არიან როგორც საკარანტინო ზონებში მყოფი, ისე ლენჯერში მყოფი პირები, მაგრამ ცუდი ამინდის გამო, გუშინ ლენჯერის სრული მოსახლეობის ტესტირება ვერ მოხერხდა და დღეს გაგრძელდება. ასევე გრძელდება ტესტირება ბათუმის ბულვარსა და ქობულეთში, სადაც ჯერჯერობით ყველა პასუხი უარყოფითია. 180-მდე ნიმუშია გატესტილი შეკვეთილში, ქობულეთსა და ბათუმში, აქედან ვიცით 82-ის პასუხი და ამ ეტაპზე ყველა უარყოფითია“, – განუცხადა გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×