რეზონანსი
23.08.2020

რუსთავში „ჯეოსთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ქვეწარმავალი დაიჭირეს. როგორც "ინფო რუსთავს" თვითმხილველმა განუცხადა,  დაახლოებით 40 სანტიმეტრამდე გველი დაიჭირა, თუმცა ისევ უკან გაუშვა.

მისი თქმით, საწარმოს ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი ქვეწარმავალია. 

„სავსეა ეს ტერიტორია გველებით და არ არის სათანადო რეაგირება“, - განუცხადა სააგენტოს ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, რომ ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიში და გამოიძახოთ ჯგუფი, რომელიც მათ გაუვნებელყოფაში დაგეხმარებათ. სამსახური 24 საათის მანძილზე მუშაობს.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×