რეზონანსი
23.08.2020

ჟურნალისტი რაულ ქირია წერს, რომ აფხაზეთიდან დევნილი, ნაირა კალანდია გარდაიცვალა:

„ეს ქალბატონი ნაირა კალანდიაა და ალბათ, ძალიან ბევრმა იცის შემზარავი ამბავი, რომელიც მას უკავშირდება – აფხაზეთის ომის დროს მტრის მხარეს მებრძოლმა კაზაკმა მას შვილის თვალი გადააყლაპა… აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ ყოველ წელს, 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს ნაირა კალანდია გმირთა მემორიალთან ისედაც დაუვიწყარ ტკივილს – აფხაზეთის დაკარგვას, კიდევ მეტი სიცხადით გვახსენებდა ყველას. მე მას ვიცნობდი, მახსოვს როგორი გულანთებული ელოდებოდა აფხაზეთში დაბრუნებას, თუმცა… ქალბატონი ნაირა გარდაიცვალა, ვწუხვარ, ვუსამძიმრებ მისი ახლობლებს, ყველას, ვინც იცნობდა, ვისაც ახსოვდა. ის იყო ერთგვარად აფხაზეთის სიმბოლო და ჩემს მსგავსად კიდევ ბევრს ალბათ, ნაირა კალანდია ყოველი წლის 27 სექტემბერს სევდით, ტკივილით და მაინც იმ იმედით გაახსენდება, რომელიც მას ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს“, - წერს ქირია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×