რეზონანსი
22.08.2020

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მომხდარი მკვლელობა შსს-მ ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ორი 19 წლის ბიჭი.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილ ლასო აბუთიძეს სოფელში კოტეჯი ჰქონდა, რომელსაც ტურისტებზე აქირავებდა. გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა.

არსებული ინცორმაციით, 29 წლის მამაკაცს სავარაუდოდ მისმა ტურისტებმა დაურეკეს და დახმარება სთხოვეს, რადგან გოგოების თქმით, მათ კოტეჯის გვერდით მყოფი მუშები აწუხებდნენ. სავარაუდოდ, ადგილზე დაპირისპირება მოხდა, რაც მკვლელობით დასრულდა.

ასევე არსებული ინფორმაციით, 29 წლის მამაკაცი ხელით არის გაგუდული.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×