რეზონანსი
22.08.2020

ამბროლაურში მოკლული 29 წლის ბიჭი ვლასი აბუთიძეა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფორმულა" ავრცელებს.

როგორც ამბროლაურის მერი, ზვიად მხეიძე ამბობს, გარდაცვლილს ამბროლაურში კოტეჯს ფლობდა.

მერის თქმით, მას კონფლიქტი იმერეთიდან ჩამოსულ დაქირავებულ მუშებთან მოუვიდა.

"გავიგე, რომ რაღაც შელაპარაკება მოხდა. ის იყო კოტეჯის მფლობელი. დაკავებულები არიან. ვიღაც იმერლები არიან, ადგილობრივები არ არიან. მუშები არიან მგონი, კერძო სამუშაოებს ასრულებდნენ სოფელში. 2 პიროვნება იყო და ორივე დაკავებულია", - ამბობს ამბროლაურის მერი "ფორმულასთან".

ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ შსს-მ მკველობაში ბრალდებული ორი პირი დააკავა და ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×