რეზონანსი
22.08.2020

გიორგი შაქრაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამა თამაზ ხომასურიძე აცხადებს, რომ შსს-ში მის მიერ დაჯგუფება "თეთრ ისართან" დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით დაინტერესდნენ, თუმცა შეკითხვებს არ უპასუხა.

როგორც უწყებიდან გამოსვლის შემდეგ თამაზ ხომასურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის შეკითხვებს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს.

მისივე თქმით, დაჯგუფებამ "თეთრი ისარი" მას მოწმე გურამ ამირხანაშვილსა და ადვოკატ მირიან ნიკოლაძეზე ინფორმაცია მიაწოდა, რომ „განაჩენი გამოტანილია". რა იგულისხმება განაჩენის გამოტანაში, ხომასურიძე არ აკონკრეტებს და ითხოვს, რომ მირიან ნიკოლაძეს და გური ამირხანაშვილს სახელმწიფო დაცვა გამოუყონ.

"თუ მოსამართლე გამოსცემს განჩინებას, ამ შემთხვევაში ვიქნები ვალდებული, რომ კითხვებს ვუპასუხო, ამ ეტაპზე კი აღარაფერს ვამბობ. არც ერთ კითხვას არ ვუპასუხე, ფიზიკურადაც არ შემიძლია, რადგან 4 დღე ვშიმშილობდი. თუმცა, არ ეგონოთ, რომ გამტეხავენ. სულ რომ ვკვდებოდე, ვერ გამტეხავენ. მე ჩემი მოვალეობა შევასრულე და გუშინ ეთერში, გური ამირხანაშვილი და მირიან ნიკოლაძე გავაფრთხილე, რომ მათთან მიმართებით შესაძლოა რაღაც მოხდეს. ერთზე მითხრეს, რომ განაჩენი უკვე გამოტანილია და მეორეზე მითხრეს, რომ არ იციან ჯერ როგორ მოიქცევა. ვთხოვ, სახელმწიფოს, რომ ორივეს დაცვა გამოუყონ... არ გამოვრიცხავ, რომ დამაკავონ, რადგან იციან, რომ ვაგროვებ მტკიცებულებებს. ან ლიკვიდაცია უნდა გამიკეთონ, ან დამიჭირონ, სხვა მხრივ, ვერ გამაჩუმებენ! ჩემი სამომავლო ნაბიჯი იქნება ის, რომ ჩემი ხარჯებით ხალხს შევკრებ და ჩემს შვილს სიცრუის დეტექტორზე გავატარებ", - განაცხადა თამაზ ხომასურიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×